ან გაქცევა რა იყო, ან უკან დაბრუნება რა არის?

ან გაქცევა რა იყო, ან უკან დაბრუნება რა არის?

როგორც ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ტრიბუნის დათმობას არ აპირებს და ისევ პარლამენტში ბრუნდება. ისინი საპარლამენტო დებატებშიც მიიღებენ მონაწილეობას და სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუთხრობენ საქართველოს მოსახლეობას, თუ როგორ იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ამის დასტურად კი ბოლოდროინდელი "უკანონო" დაჭერები მოჰყავთ, რომელსაც პოლიტიკური დევნის სარჩული დაუდეს.


ძნელი სათქმელია, რისთვის გამოიყენეს "ნაციონალებმა" საპარლამენტო ტაიმ-აუტი, რა მზაკვრული გეგმა შეიმუშავეს და როგორ აპირებენ მომავალში მის განხორციელებას. თუმცა ერთი რამ ფაქტია, "ნაციონალები" იოლად დანებებას არ აპირებენ. იოლად "არდანებებაში" კი ყველანაირი ობსტრუქცია და მსოფლიო საზოგადოების თვალში დაჩაგრულის და პოლიტიკურად დევნილის იარლიყის მიკერება იგულისხმება. ერთი ნაბიჯი ამ  მიმართულებით უკვე გადადგა "ნაცების" პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როცა ნატოს გენერალურ მდივანთან გვიჩივლა. საინტერესო იყო რასმუსენის რეაქციაც, რომელიც ასე იკითხება: "მე შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: