დავით ნარმანია:2015 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე 19 მილიონი ლარი დაიხარჯება

დავით ნარმანია:2015 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე 19 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა. სოციალურად დაუცველ ოჯახებზე კომუნალური სუბსიდიის სახით 9 მილიონი ლარი გაიცა,  ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.


"2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე კომუნალური სუბსიდიის სახით ჯამში 9-ნახევარი მილიონი ლარი გაიცა. ჩვენ, როგორც ვპირდებოდით გაორმაგებას ჩვენს ამომრჩევლებს, 2015 წლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით ზუსტად გაორმაგებული თანხა 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ამ თვალსაზრისით კეთდება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენი დაპირებები ჩვენი მხრიდან იქნება შესრულებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: