გიგი თევზაძე ახალი ვერტმფრენით იფრენს?!

გიგი თევზაძე ახალი ვერტმფრენით იფრენს?!

ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიაუნი იშლებოდა და გიგი თევზაძეს მოუწევდა თანამდებობის დატოვება. მაგრამ გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინეტრვიუში პროფესორი ზურაბ გაგნიძე საუბრობს  გიგი თევზაძის მიერ ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, რომელიც, თურმე აბასთუმანში, ყაზბეგსა და გრიგოლეთში გადასაფრენად სჭირდება.


"ეს თვითმფრინავი არჩევნებამდე იყიდა, მაგრამ მხოლოდ ახლა, 12 ოქტომბერს ჩამოუყვანეს. თვითმფრინავი, კონტეინერით ახლაც უნივერსიტეტის ეზოში დგას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რექტორი, უნივერსიტეტის თანხებით, პირადი მიზნებისთვის ასეთ ძვირადღირებულ შენაძენს აკეთებს", _ აცხადებს ზურაბ გაგნიძე.


გიგი თევზაძეს ჰყავს ასევე გემი, რომელსაც მისი განცხადებით, უნივერსიტეტის საქმიანობისთვის იყენებს, უფრო ზუსტად კი, გემზე კვლევითი ინსტიტუტისთვის ტექნიკა აქვთ დამონტაჟებული.


ამასთან დაკავშირებით, პროფესორი ზურაბ გაგნიძე დანამდვილებით აცხადებს, რომ რექტორი უნივერსიტეტის ფინანსებით შეძენილ გემს პირადი მიზნებისთვის იყენებს, კერძოდ კი, მეგობრებთან ერთად გემით დასეირნობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: