Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
28-01-2015, 15:54
ნანახია: 744

კახი კახიშვილი:

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში  პატიმრობის შიმშილობასთან აკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა განცხადება გააკეთა.


"მოშიმშილე პატიმართა ერთი მოთხოვნა იმას უკავშირდება, რომ მათ ამნისტიის ფარგლებში არანაირი შეღავათი არ შეეხოთ. მეორე მოთხოვნა კი იმას უკავშირდება, რომ არ შეიქმნა არანაირი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადახედვა. გარდა ამისა, რამდენადაც მე ვიცი, მოშიმშილეთა შორის შვიდს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხებოდა, რაზეც მათ ადგილობრივმა საბჭოებმა უარი განუცხადეს და ამას აპროტესტებენ. ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ვცდილობთ, მათი მოთხოვნები ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მეტ-ნაკლებად გავითვალისწინოთ, რათა შიმშილობა შეწყდეს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ე.წ.უდოსთან დაკავშირებული მექანიზმები ისე აეწყობა, რომ პატიმრებს პრობლემები აღარ შეექმნებათ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.