დავით უსუფაშვილი: არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო, არის და დარჩება თავისუფალი

დავით უსუფაშვილი: არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო, არის და  დარჩება თავისუფალი

არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, ასე შეაფასა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.


"არ მგონია, ვინმე მიზნად და ამოცანად ვისმეს პიროვნულ შესწავლას ისახავდეს. ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები, მოვლენები ყველასათვის საინტერესოა, ამიტომ თუკი ამა თუ იმ თემაზე მეტი მოსაზრებები გვექნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან არავის არ ეკუთვნის ჭეშმარიტებაზე მონოპოლია და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. ამიტომ ყველას გვაქვს საშულება იმისა, ჩვენი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ზეწოლას, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრთ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს ზეწოლა არ არის - ეს ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუკი ხელიდან მიკროფონს გამოგართმევთ, მაშინ ზეწოლას ექნება ადგილი. ასე რომ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ცდება, ისევე როგორც პოლიტიკოსები - ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალი ვრჩევით. მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება. დანარჩენი ყველას აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას, სხვამ ამ აზრზე - კიდევ თავისი აზრი გამოთქვას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: