Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
29-01-2015, 13:51
ნანახია: 1165

პოლიციელმა მძღოლს ალკოტესტი სახეში შემოარტყა

ამ სათაურით ავრცელებს "ქართლი.გე" სტატიას, ნათქვამია, რომ 

 პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, გორში, სამი მოქალაქე სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა.  თვითმხილველების თქმით, პოლიციელმა  მძღოლს ალკოტესტზე შემოწმება მოსთხოვა. მძღოლმა კი ჩაბერვის ნაცვლად, ჩააფურთხა.

 

ინციდენტი კომბინატის დასახლებაში ახალი წლების პერიოდში მოხდა.

 

,,ვიდრეს ეს მანქანა გამოჩნდებოდა, კლუბის წინ, სხვა მამაკაცების ჩხუბი იყო. ადგილზე პოლიციის პიკაპი მოვიდა და ვითარება მიწყნარდა. უამრავი ხალხი ტრიალებდა. ამ დროს, ერთ-ერთი ჩიხიდან მანქანა გამოვარდა, სადაც სამი ახალგაზრდა იჯდა. პოლიციელი მივიდა და მძღოლს ალკოტესტზე შემოწმება სთხოვა. მძღოლმა იმის ნაცვლად რომ ჩაებერა, ალკოტესტში ჩააფურთხა. სანაცვლოდ კი ალკოტესტი სახეში მოხვდა" - ამბობს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში თვითმხილველი.

 

ამის შემდეგ მანქანიდან სამივე მგზავრი გადმოვიდა და პოლიციელისკენ გაიწიეს. დამატებით მოსულმა ეკიპაჟის წევრებმა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამივე ახალგაზრდა დააკავეს.

 

,,სამივე პიროვნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულია პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის" - გვითხრა შს სამინისტროს პრესსამსახურმა. 

 

გორის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე საქმის დეტალებს იმ შემთხვევაში გაგვაცნობს, თუ პიროვნებების სახელები და გვარები ჩვენთვის ცნობილი გახდება, ხოლო  მათგან ნებართვა გვექნება. პოლიციის პრესსამსახურმა კი არც ,,სამართალდამრღვევი" მოქალაქეების და არც პოლიციელის ვინაობა გაგვიმხილა.