საია გამგებლის არჩევის შემდეგ სამსახურის უფროსებისათვის უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია გამგებლის არჩევის შემდეგ სამსახურის უფროსებისათვის უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველ და მეოთხე ნაწილებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.


"იმისათვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითმმართველობის ორგანოებისაგან მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება და ამავე დროს, ეს ორგანოები საზოგადოების ნდობით სარგებლობდნენ, პრინციპულად, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობებში თანამდებობებზე პირები ინიშნებოდნენ კონკურსის წესით, მათი კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით და არა პოლიტიკური ან პარტიული კუთვნილების თუ სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო;

ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, მათ შორის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პირობებშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ეფექტურად განსახორციელებლად თვითმმართველი ერთეულის პროფესიონალი ბიუროკრატია დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ხასიათის ცვლილებისაგან. კადრების სტაბილურობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც მოხელის კონსტიტუციით გარანტირებული თანადებობის შენარჩუნების უფლების უზრუნველსაყოფად, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

საიას მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევის შემდეგ სამსახურის უფროსებს ავტომატურად უწყდებათ უფლებამოსილება, ხოლო ახლადარჩეულ გამგებელს ენიჭება შეუზღუდავი უფლებამოსილება, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან ან სხვა სუბიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მისივე არჩევის შემდეგ დანიშნული გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი, არღვევს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: