გიორგი კვირიკაშვილ:მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფეროა

გიორგი კვირიკაშვილ:მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფეროა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას კიევიდან ეხმაურება.

,,მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი არის ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი.

მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე იყოს რაც შეიძლება მინიმალური. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და, ფაქტობრივად, ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ ყველა პარამეტრს. როგორც კი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ერთი უნდა ითქვას, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან არის მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ""- განაცხადა კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: