ირაკლი ალასანია: "კახური ჯგუფის მიმართ ახალ ფილმებს დაველოდოთ?"

ირაკლი ალასანია: "კახური ჯგუფის მიმართ ახალ ფილმებს დაველოდოთ?"

ყოფილმა თავდაცვის მინიტრმა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ირაკლი ალასანიამ კახურ კლანზე ისაუბრა და განაცხადა,  ჯანყარაშვილის, ჩხენკელების წინააღმდეგ, ახალ ფილმებს დაველოდოთ?


"რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული კახური ჯგუფის მიმართ, იგივე ჯანყარაშვილის, ჩხენკელების წინააღმდეგ, ახალ ფილმებს დაველოდოთ? იმიტომ რომ ხელს აფარებს, ბოლომდე არ არის მართალი, არც მოქმედი პრემიერი და არც ფიქტიური პრემიერი, ხელს აფარებს იმიტომ,  რომ საბოლოოდ გამოძიება მის ძალიან ახლო გარემოცვამდე არ მივიდეს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით კი მან პროკურატურას დაასწრო. ივანიშვილმა ტყული თქვა, თითქოს დელტაკომი სთავაზობდა უფასოდ მომსახურებას შსს-ს და დელტაკომმა აღიარა რომ კოლოსალურ გადასახადებს იღებს შსს-დან მაგრამ პირი აქვთ შეკრული უწყებებს და ადვოკატებს ინფორმაციას არ აძლევენ, არ უნდათ რომ ადვოკატებმა მტკიცებულებითი ბაზა დააგროვონ, შსს- წერს რომ არ გაფორმებულა ეს შეთანხმება და ამიტომ ვერ მოგაწვდით - ეს არის ამთი პასუხი.

ესენი არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები, თავდაცვის თანამშრომლები, ის ავალებდა პროკურორებს, რომ სწრაფად მომხარდარიყო დაკავება და ჩემზე პოლიტიჯურ ზეწოლა მომხდარიყო, ეხლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ უნდა პროკურორებს პროცესის გადატანა და თუ ეს დამტკიცდა მოწმობს, რომ არ აქვთ მტკიცებულებები. უსაფუძვლოდ 5 ადამიანი მერამდენე თვეა ტყვეობაში იმყოფება, ესენი  არიან ივანიშვილის პირადი ტყვეები." - განაცხადა ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: