ზურაბ ტყემალაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა

ზურაბ ტყემალაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა

დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს. როგორც ტყემალაძემ კოალიცია.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დასასახელებია პრეზიდენტის მხრიდან. მას ეს ჯერ არ გაუმჟღავნებია. ნამდვილად არ ვიცით, ვის წარმოადგენს. უმრავლესობა კანდიდატის შეთავაზებას არ აპირებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მათზე პრეზიდენტთან იყო საუბარი. იცით, რომ გიორგი მარგველაშვილს დავით საგანელიძე შეხვდა. ჩვენი პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური პიროვნება, გამოცდილი, აკადემიური წრიდან, საყოველთაოდ ცნობილი და პატიოსანი კაცი", - განაცხადა ტყემალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: