შოთა უტიაშვილი:თუ ზარებით შეაფასებ, ოცნებისთვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია!

შოთა უტიაშვილი:თუ ზარებით  შეაფასებ, ოცნებისთვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია!

 პროკურატურის მიერ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმის გახნას შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება:


"ბევრი ჟურნალისტი მეკითხება, და ბარემ აქ დავწერ. პროკურატურა ამბობს, რომ სოსანაშვილის წინააღმდეგ ორი მტკიცებულება აქვს, ანძაზე გასული ზარი და დნმ-ის ანალიზი. საქართველოში დნმ-ის ანალიზი კეთდება, თუმცა დნმ-პროფილების მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ რომც გქონდეს, თუ სავარაუდო ეჭვმიტანილი არა გყავს, მას ბევრი ვერაფერში გამოიყენებ.

პროკურატურის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ანძებზე გასული ზარები ამოიღეს და ამის მიხედვით დაადგინეს სავარაუდო ეჭვმიტანილი. საგულისხმოა, რომ ზარებით თუ შეაფასებ, ოცნებისთვის სოსანაშვილი იდეალური ეჭვმიტანილია, რადგან ძველი პოლიციელია, სასაფლაოზე იყო და რაც მთავარია, "თვით ფირცხალავასთან" ფიქსირდება მისი სატელეფონო ზარი. მას შემდეგ, რაც იდეალური ეჭვმიტანილი აღმოაჩინეს, შეიძლება მომხდარიყო ორიდან ერთი რამ: მოიპოვეს მისი დნმ, შეადარეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულს, დაემთხვა და საქმე რეალურად გაიხსნა, ან მოიპოვეს სოსანაშვილის დნმ და ის ჩადეს შემთხვევის ადგილზე (ესეც უმარტივესი გასაკეთებელია). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცნება სრულიად უდანაშაულო ადამიანს ასეთ მძიმე და რეზონანსულ დანაშაულს ვერ დააბრალებდა, შეუძლია ჩოკუტაევი გაიხსენოს. ასე რომ, ჯერჯერობით შანსები 50/50-ზეა. გამოძიებას კი ბევრად მეტი მტკიცებულების წარმოდგენა მოუწევს, რომ თავის ვერსიაში დამაჯეროს."- აცხადებს უტიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: