Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
14-11-2012, 10:18
ნანახია: 1349

ნავთობმაგნატები პრეზიდენტის ოჯახიდან და ბიზნესმოწილე კეზერაშვილი

ნავთობის ბიზნესი რომ ყველაზე ხეირიანი ბიზნესია, მთელმა სამყარომ იცის. ამ მხრივ ყურთბალიშზე არც სააკაშვილი და მისი ფავორიტები მსხდარან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნავთობის მოპოვების უდიდესი პოტენციალი გააჩნია და გააჩნდა, "ნაცხელისუფლება" ყოველნაირად შეეცადა მინიმუმამდე დაეყვანა საკუთარი ნავთობის მოპოვება და გზა იმპორტირებული ნავთობპროდუქტებისთვის გაეხსნა, სადაც მთლიანად მონოპოლიზირებული იქნებოდა ნავთობის შემოტანა-რეალიზაცია.


მოგეხსენებათ, საქართველო მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურას არ ექვემდებარება _ როცა მსოფლიოში საწვავის ფასი ეცემა, ჩვენთან იგივე, ძველ ნიშნულზე იყინება. ნავთობიმპორტიორები ამას სხვადასხვა, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ხსნიან, მაგრამ ვერავის არწმუნებენ, რომ ევროპიდან და მეზობელი აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების შემოტანა ერთი და იგივე ხარჯებთან არის დაკავშირებული.


როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დღეს ნავთობის ბიზნესი საქართველოში მხოლოდ 5 უმსხვილეს კომპანიაზეა კონცენტრირებული და ამას ძირითადად, სააკაშვილის ოჯახი (პრეზიდენტის ძმები) და კეზერაშვილი აკონტროლებს. ამ შემთხვევაში ვღებულობთ კარტერულ შეთანხმებას, როცა საწვავის ღირებულებას არა ბაზარი, არამედ გარკვეული კლანი განსაზღვრავს. საქართველოში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ხელოვნური მონოპოლიებიც უნდა დაიშალოს. ეს უპირველესად ნავთობპროდუქტებს უნდა შეეხოს. ასევე უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი ნავთობის მოპოვებითი სამუშაოები, რომელიც დიდად წაადგება ნავთობზე ფასების რეგულირებას და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას.


რაც შეეხება "ნავთობმაგნატებს" _ სააკაშვილებს და კეზერაშვილებს, რომლებმაც სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები საკუთარ ჯიბეს ანაცვალეს, კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.