Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
11-02-2015, 12:16
ნანახია: 1179

ნუკრი მიხანაშვილი: 1000 წლის შემდეგ უცხოპლანეტელები ჩამოვლენ და ჩვენს გენოტიპს „დაარეგულირებენ“

1000 წელი პრეტენზიები ნუ გვექნება!


5000 წლის წინ, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ეგვიპტელები მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერისთვის მსოფლიოში პირველ პირამიდას ააშენებდნენ (ძვ. წ. XXVIII საუკუნე), და ამით ადამიანურ ამბიციას დაედებოდა საფუძველი, დედამიწაზე უცხოპლანეტელები გვესტუმრნენ. 10 წელი დარჩნენ აქ - დაგვაკვირდნენ, ურთულესი ფსიქო-ემოციური და გენო-მოლეკულარული ანალიზები ჩაგვიტარეს, შეგვაფასეს და დაასკვნეს, რომ აქ თითქმის (მათი გაგებით) ველურები ბინადრობდნენ.


3000 წლის შემდეგ, კიდევ გვესტუმრნენ. შეგვაფასეს და დაასკვნეს, რომ ინტელექტუალურად უფრო მომწიფებული ვიყავით, მაგრამ სიბრძნე გვაკლდა. ჰომო საპიენსის ჰარმონიული განვითარების პროცესი გაჭიანურდა.


გავიდა კიდევ 2000 წელი (არ ვიცი, ამ პერიოდში უცხო ვინმე თუ გვესტუმრა) და პრინციპში, სულაც არ შევცვლილვართ. სამაგიეროდ, სიბრძნისა და ემოციის დიაპაზონში განვითარების ჰარმონიული პროცესი დაირღვა. შედეგად, ცალმხრივი გარღვევა მოხდა: ჩასახულმა ინტელექტმა თავისი ქნა და ცივილიზაცია ტექნიკურად სწრაფად განვითარდა, ადამიანი კი ემოციურად განუზომლად მომთხოვნი და უსაშველოდ პრეტენზიული გახდა.

 

ამბიციამ იმძლავრა, სურვილები გაფართოვდა და ეს დაუოკებელი კომფორმისტული პროცესი, შეუქცევადი გახდა. ასე გრძელდება... ამიტომ, ყოველ მოცემულ ცივილიზაციაში სახელმწიფოთა შინაარსს ადამიანის ინსტიქტები და ემოციები უფრო განსაზღვრავს, ვიდრე ლოგიკა, სიბრძნე და გამოცდილება. მსოფლიო დღესაც ისეთივე ემოციური და კონფლიქტურია, როგორც 1000 წლის წინ.


ვიცი, 1000 წლის შემდეგ კიდევ გვესტუმრებიან უცხო დამკვირვებლები და მგონია, რადიკალურ ჩარევას გადაწყვეტენ - ჩვენს გენო-ტიპს „დაარეგულირებენ“, რომ სიხარბემ, ამპარტავნობამ და პატივმოყვარეობამ საბოლოოდ არ გაგვანადგუროს.


სულ ესაა...
ამიტომ, შემდგომი 1000 წელი როგორმე უნდა გავძლოთ, პატივცემულო ადამიანებო!! და რაიმე განსაკუთრებულის პრეტენზიაც ნუ გვექნება. ის არ გამოვდექით, რასაც უზენაესი ჩანაფიქრი ითვალისწინებდა - არასრულყოფილები ვართ!