ფაქტები რომელიც სოსანაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს

ფაქტები რომელიც სოსანაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს

იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

სოსო ჯოგლიძემ ამ თემაზე დღეს პრეს-კლუბ "კვირაში" ილაპარაკა. დღესვე ადვოკატი განსასჯელთან შეხვედრას გეგმავს, რათა ახალ მტკიცებულებასთან დაკავშირებით პოზიციები შეაჯეროს.

"გვაქვს რაღაც მტკიცებულებები, რაც შეგვიძლია დავუპირისპიროთ სახელმწიფო ბრალდებას, მაგრამ ამ დეტალის გახმაურებისგან თავს ვიკავებ, რადგან პოზიციები ჯერ არ შემიჯერებია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. ფაქტი არის ის, რომ არსებობს დნმ-ის ანალიზის პასუხი და მანდ გვაქვს ჩვენ პატარა რაღაც ხელმოსაჭიდი, რომლის გაჟღერებისგანაც თავს შევიკავებ," - განაცხადა ჯოგლიძემ.

მისივე თქმით, ასაფეთქებელი საყვავილეში არ ყოფილა ჩამონტაჟებული და ის ერთ-ერთი ფილის ქვეშ იყო დადებული.

"ეს არის დილეტანტის გაკეთებული. იყო ინფორმაცია, თითქოს საყვავილეში იყო ნაღმი, მაგრამ ის იყო დადებული იმ ფილის ქვეშ, რომელზეც უნდა გაევლო ამ შემთხვევაში ვაზაგაშვილს," - განაცხადა ჯოგლიძემ.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, სოფელ ყარაფილაში 20 იანვარს ააფეთქეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გიორგი სოსანაშვილი.

ამავე თემაზე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: