Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
16-02-2015, 14:42
ნანახია: 1180

ზაქარია ქუცნაშვილი:

"ივერიონს"ესაუბრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ზაქარია ქუცნაშვილი


-ბატონო ზაქარია, ქართული მედია და სოციალური ქსელი აჭრელებულია პროვოკაციული ინფორმაციით, რომ "ქართული ოცნება"  აჭარაში, ფაქტობრივად, დაშლილია.რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს და  თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
-რა ხდება აჭარაში, ვერ გეტყვით, რადგან ამ საკითხზე არ ვმუშაობ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება კონკრეტულ კონსტიტუციურ შემთხვევებში. მაგალითად, პარლამენტი მთავრობას ნდობას თუ არ გამოუცხადებს, ბიუჯეტს თუ არ დაუმტკიცებს და სხვ. აქედან გამომდინარე, პარლამენტისა და მთავრობის კონფლიქტი დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, რაც  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავს.
-რატომ არ ისმის თქვენი ხმა და რატომ დუმს საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში შეტანილი  კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც უცხოელებზე მიწის შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს?
-ჩვენ  მიწაზე  დავაწესეთ მორიტორიუმი, რომელიც  საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და პარლამენტს დაევალა, მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, არ შეეზღუდა მიწის გასხვისება.
მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ამ კანონის სხვა ვარიანტით შეზღუდვა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დირექტივებს შეიტანს, თუმცა  ამ გადაწყვეტილებით მას  შორს მიმავალი გეგმები აქვს, რომელთა განხორციელებაში "ნაციონალური მოძრაობა" და არასამთავრობო ორგანიზაციები უწყობენ  ხელს.
თქვენი აზრით, ვის წარადგენს პრეზიდენტი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე და ჰყავს თუ აა საპარლამენტო უმრავლესობას თავისი ფავორიტი?
უმრავლესობაში ასეთ თემებზე მსჯელობა არ ყოფილა. რადგან დისკრიმინაცია დაუშვებელია, უმრავლესობის ფავორიტობა კრიტერიუმი ვერ იქნება.
ჩემგან, როგორც უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარეობის  ერთ-ერთი კანდიდატის  მხრიდან , კორექტული არ იქნება ჩემი ოპონენტი  კოლეგების კრიტიკა ან ძაგება.

                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა