Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
19-02-2015, 13:06
ნანახია: 818

სერგო რატიანი:სიმბოლურია,  რომ ზურაბ აბაშიძე აკეთებს მსგავს განცხადებას

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სერგო რატიანი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეიალური წარმომადგენლის  ზურაბ აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აბაშიძის მხრიდან  ეს არის გზავნილი რუსეთის მიმართ. 

 

ცნობისთვის: აბაშიძემ განაცხად, რომ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოშ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. 


სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ზურაბ აბაშიძის ამგვარი განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია.

"სიმბოლურია,  რომ ზურაბ აბაშიძე აკეთებს მსგავს განცხადებას. აბაშიძის მხრიდან ეს განცხადება არის გზავნილი,  რუსეთის მიმართ,  რომ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯს ნატოში გაწევრიანებისკენ.  ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის,"- აცხადებს რატიანი.