დემურ გიორხელიძე: მთავრობამ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეცვალოს!

დემურ გიორხელიძე: მთავრობამ ეკონომიკური  პოლიტიკა უნდა შეცვალოს!

 ეროვნულ ვალიუტასთან დაკავშირებულ პროცესებს ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

"არ ჩანს პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისკენ. არ ჩანს, რომ ან ეროვნული ბანკი, ან მთავრობა რაიმე სასიკეთო ნაბიჯებს დგამდნენ.  სასაცილო გახდა ქართული ეკონომიკის ვითარება", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

ანალიტიკოსი თვლის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა ქვეყანაში არსებულ სიტუაცაის ვერ შეცვლის.

"თუ საკითხს პროფესიონალურად მივუდგებით, ქვეყანაში ცალკეული სამინისტროები არ ფუნქციონირებენ, ეს კი მთავრობის სისუსტეა. ისინი ელოდებიან დავალებებს მთავრობიდან. ვერ იტყვის მთავრობის მეთაური, რომ მისი რომელიმე დავალება არ შესრულდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კი არა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაა შესაცვლელი!"-განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: