Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
23-02-2015, 11:03
ნანახია: 1206

დემურ გიორხელიძე:რა ინვესტიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში  საკუთარი ეკონომიკური  რესურსები არ არის ათვისებული!

ეროვნული ვალუტის კურსი პერმანენტულად განაგრძობს დაცემას.  ექსპერტთა ნაწილი შექმნილ ვითარებას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, - სიტუაცია რთულია, მაგრამ გამოსწორება შესაძლებელი.

 

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, ანალიტიკოსმა, დემურ გიორხელიძემ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეაფასა.

 

"გამოსავალი ერთადერთია - სასწრაფოდ, რაც კი რესურსი არსებობს, უნდა მიიმართოს იმ სფეროებისკენ, რაშიც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობები აქვს. სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმება, აი, ის მიმართულებები, საითაც უნდა მიიმართოს ყველა საშუალება, მათ შორის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. მხოლოდ პიროვნებების შეცვლა ვერაფერს შეცვლის. მშვენიერი მინისტრია გიორგი კვირიკაშვილი პიროვნულად თუ პროფესიულად, მაგრამ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე არსებითად ვერაფერს შეცვლის. რა ინვესტიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში არ არის ათვისებული საკუთარი ეკონომიკური და ადამიანური რესურსები; იურიდიულ პირებს რამდენიმე მილიარდი ლარი უდევთ დეპოზიტებზე, ისე, რომ საქმეში არ დებენ, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სრულიად გაურკვეველი ვითარებაა. ამ დროს პროფანულად, საშინელი დილეტანტიზმის დონეზე ვლაპარაკობთ უცხოურ ინვესტიციებზე, როდესაც საკუთარი ფულადი რესურსი არ გვაქვს საქმეში ჩართული".