ნოდარ ხადური: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირება არ იგულისხმება!

ნოდარ ხადური: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირება არ იგულისხმება!

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არც შტატების და არც საჯარო მოხელეებისთვის ხელაფსების შემცირებას არ გულისხმობს.

"ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ გულისხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას. სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯიც არსებობს, რომელთა შემცირებას შესაძლებელია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგნოზის დაზუსტებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"პროგნოზის დაზუსტებაზე ვმუშაობთ. ბიუჯეტში ცვლილებები იქნება იმის მიხედვით, თუ როგორ შევთანხმდებით ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან და რა პროცესები წავა საქართველოში", - განაცხადა ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: