ალექსი პეტრიაშვილი: გაფრთხილებთ! ეს საფრთხე ძალიან თვალნათელი და ხელშესახებია!

ალექსი პეტრიაშვილი: გაფრთხილებთ! ეს საფრთხე ძალიან თვალნათელი და ხელშესახებია!

"თავისუფალი დემოკრატების" ერთერთი ლდერი ალექსი პეტრიაშვილი facebook-ის საკუთარ  გვერდზე საგარეო ურთიერთობებში, საქართველოს კურსის რადიკალური ცვლილების შესახებ იუწყება.

"მე მივმართავ მთავრობის წევრებს, რომლებსაც შესტკივათ გული ქვეყანაზე და არიან ჯერ კიდევ ერთგულნი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის! მე მივმართავ ჩემს ძვირფას მეგობრებს და კოლეგებს - დიპლომატებს!
სახეზეა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე გეგმაზომიერი მავნებლური პოლიტიკის განხორციელება! კურსის ცვლილებაზე ჩვენი შეშფოთება აშკარა და ხილული ხდება! საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჰყავს ღირსეული, კვალიფიციური და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული ადამიანები! გაფრთხილებთ! ეს საფრთხე ძალიან თვალნათელი და ხელშესახებია! ნუ გახდებით ამ კაპიტულანტური პოლიტიკის ნაწილი! ყველა ის ადამიანი, ვინც ამას უშუალოდ გეგმავს და ახორციელებს, პასუხს აგებს ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე!" წერს პეტრიაშვილი ფეისბუქზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: