Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
24-02-2015, 15:53
ნანახია: 932

ემზარ ჯგერენაია: მმართველობითი  ხარჯის მაქსიმალური შემცირება უნდა მოხდეს

შეჩერდება თუ არა ლარის ვარდნა. ეკონომიკური შოკიდან გამოსასვლელად მთავრობა  საერთაშორისო სვალუტო ინსტიტუტებიდან სესხის აღებას გეგმავს. მდგომარეობას ადგილზე სვალუტო ფონდის წარმომადგენლები ეცნობიან.


 ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ:  მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე  ბიუჯეტიდან იმ პროექტების დაფინანსება მოხდეს, რომელიც 2015 წლის მთავარ  საფინანსო დოკუმენტში იყო გაწერილი და  სწორედ ამის შემდეგ  აიღოს ხელისუფლებამ  სხვა დონორებისგან  სესხი და დააფინანსოს ინფრასტრუქტურული  პროექტები.
 ექსპერტები პროგნოზირებენ იმასაც, რომ ბიუჯეტის კორექტირება მოხდება და ეს ხარჯვით ნაწილში იქნება.


 აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა.


" სავალუტო ფონდი ბრძანებას იმპერატიულად არავის აძლევს, მაგრამ ის ათანხმებს  ყველა იმ თქვენს მიერ  გადადგმულ ნაბიჯებს  დახმარებით და მხარდაჭერით.  სანაცვლოდ უნდა მოხდეს მმართველობითი  ხარჯის მაქსიმალური შემცირება , ასევე ბიუჯეტის სოციალური დაცვის შემცირება", განაცხადა ჯგერენაიამ.