Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
25-02-2015, 11:22
ნანახია: 787

ზურაბ ტყემელაძე: პარლამენტის რიგგარეშე სხდომით  ლარის კურსი არ გამოსწორდება

 "ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი მონდომებულია იმაში,რომ ხალხი ჩააგდოს პანიკაში", განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემელაძე  "ნაციონალური მოძრაობის" იმ მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას ეხება.

 

"რიგგარეშე სხდომა რომ დაინიშნება, ამით ლარის კურსი გასწორდება? ლარის კურსის გასწორებას  რიგგარეშე სხდომა კი არ სჭირდება,  ლარის კურსის გასწორებას სჭირდება მუხლმოდრეკით მუშაობა",-განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს.  პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ ამ სხდომას უნდა დაესწრონ  პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.

"ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ამ კრიზისის გათვალისწინებით, სასწრაფო ღონისძიებად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომა",-განაცხადა გაბაშვილმა.