ზურაბ ტყემალაძე:რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავათბოთ

ზურაბ ტყემალაძე:რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავათბოთ

ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების დასათბობად ყველა ღონე უნდა იხმაროს, განცხადება ამის შესახებ, საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და  ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ რეპორტიორის" პრესკლუბშ გამართულ პრესკონფერენციაზე  გააკეთა.


"რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავათბოთ. ვგულისხმობ ურთიერთობის დათბობას და არა რაიმეს დათმობას!"-აღნიშნა ტყემალაძემ .

"სიტუაცია დასალაგებელია. ვგულისხმობ კულტურულ-ეკონომკურ ურთიერთობებს. ბაზრის საკითხს თითქოს არასერიოზულად უყურებენ, მაგრამ არ არის ეს ასე, ყველას სჭირდება რუსეთის ბაზარი.
რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე საუბარი რთულია, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. ამ საკითხში აუცილებლად ორი ქვეყნის პირველი პირები უნდა ჩაერთონ", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: