რატომ გადაწყდა "საქართველოს რკინიგზის" გასხვისება?

რატომ გადაწყდა "საქართველოს რკინიგზის" გასხვისება?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების მინისტრის განცხადებით, ის მომხრეა საქართველოს რკინიგზის მინორიტარული წილი გასხვისდეს. ამის შესახებ კვირიკაშვილიმ მაესტროს "ცხრიანში" ისაუბრა:

"საქართველოს რკინიგზა მთავრობის ხელში წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მინორიტარული წილი არ გავასხვისოთ. პირადად ჩემი აზრია, რომ კარგი იქნებოდა ქვოტირებისთვის გარკვეული წილი, თუნდაც 25 %-მდე იქნას პრივატიზებული. ჩვენ ძალიან შერჩევითად უნდა მივუდგეთ იმ შესაძლო მფლობელებს, რომლებიც შესაძლოა გამოუჩნდნენ რკინიგზის წილს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: