Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
27-02-2015, 18:36
ნანახია: 773

დადგება თუ არა ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი?

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "ეროვნული ბანკი" ლარის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში დროულად უნდა ჩარეულიყო და ვითარების გართულება არ დაეშვა. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზერვები ქვეყანაში სწორედ კრიზისის თავიდან ასაცილებლად არსებობს.

"ეროვნული ბანკის" პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ დეპუტატები მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც გიორგი ქადაგიძე პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება.

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს.

"არ მინდა, ვინმე აჰყვეს ემოციებს, რომ არიქა, იმპიჩმენტის საკითხია. როცა შეცდომებსა და ხარვეზებზეა საუბარი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ. მოვა ამის დრო, როცა "ეროვნული ბანკი" გააკეთებს ანგარიშს, თუ არ ვცდები, მაისში და ჩვენ მაისში გვექნება იმის საშუალება, რომ გავაანალიზოთ. შეიძლება მადლობა ვუთხრათ, შეიძლება საყვედური ვუთხრათ და შეიძლება იმპიჩმენტის თემაც დავაყენოთ. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ. მანამდე ვნახოთ, რას როგორ გააკეთებს ესა თუ ის სტრუქტურა," - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

"არანაირი პოლიტიკური თავდასხმა "ეროვნულ ბანკზე" ხელისუფლებისგან არ ყოფილა და ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ შექმნით," - აცხადებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

იმპიჩმენტის პროცედურა რთული პროცედურაა. "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა.