Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
3-03-2015, 07:47
ნანახია: 5604

ნოდარ ჯავახიშვილი: გამოჩნდა, რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს!

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესახებ საუბრობს და აღნიშნვს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არიან მოყიდულნი.


"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია... ბიძინას განცხადების შემდეგ პანიკა ჩაცხრა, ხალხი დამშვიდდა და კურსმა გამყარება დაიწყო. ბიძინამ ის თქვა, რაც რეალობაა. ლარის კურსის გაუფასურება ნოემბრიდან დაიწყო. იცი, რა გააკეთა ქადაგიძემ მაგ დროს? მიმოქცევაში ისედაც ჭარბი რაოდენობის ლარი იყო, ადგა და კომერციული ბანკების დაკრედიტება 350 მილიონიდან, 700 მილიონ დოლარამდე გაზარდა. იმის ნაცვლად, რომ ფულის გაძვირება დაეწყო, რათა ფულზე წვდომა ადვილი არ ყოფილიყო და ლარი გაემყარებინა, მან პირიქით გააკეთა - მიმოქცევაში ფულის მასა გააორმაგა. ლარის დევალვაცია ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, ქადაგიძემ კი პირველი ინტერვენცია თვის ბოლოს განახორციელა. 40 მილიონი დოლარი გაყიდა, კიდევ 40 მილიონი დეკემბერში გამოიტანა და მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, მესამედ 40 მილიონი დოლარი თებერვლის დასაწყისში გაყიდა. ამას უწოდებ სწორ ნაბიჯს? სადეპოზიტო სერტიფიკატებში მილიარდ 140 მილიონზე იყო მოთხოვნა, ქადაგიძემ კი მხოლოდ 400 მილიონი დოლარი ანუ 40% დააკმაყოფილა, რატომ? ხომ ხედავ, რომ ლარის სიჭარბეა და ისედაც საშიშროება იქმნება. წლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს დამატებით აკრედიტებ, თან რეფინანსირების განაკვეთსაც უზრდი? ეს საბოტაჟია, აბა, რა ჯანდაბაა. დახუჭეთ ყველაფერზე თვალი და გააგრძელეთ ქადაგიძის დაცვა. როგორ არ გესმის: თუ ასე გაგრძელდა და კურსი არ დავიჭირეთ, აპრილში მართლა ყველაფერი გაძვირდება. ხალხში სერიოზული პანიკა შეიქმნება. გამოჩნდა, რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რაც ეროვნულმა ბანკმა ქართუში ჩაიდინა, როდესაც ბანკი გააკოტრა."- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.