Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
5-03-2015, 10:55
ნანახია: 2896

ლაშა ამირეჯიბი: უკვე სამცხე-ჯავახეთსაც გვართმევენ?!

„ივერიონს“ ლაშა ამირეჯიბი დაუკავშირდა და გვთხოვა გაგვევრცელებინა ეს ინფორმაცია. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.

ბატონო პრემიერო, მოგმართავთ როგორც მთავრობის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.

სამწუხაროა, მაგრამ იგივე გრძელდება! საიდან დავიწყო და სად დავამთავრო აღარ ვიცი.

გუშინ ადიგენის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტით გაადააყენეს, რაზეც მე როგორც ვიცი, პარტია „ქართული ოცნების“ ხემძღვანელობა წინააღმდეგი გახლდათ. მათ ცივილური გზა აირჩიეს და ლობჟანიძის გადაყენება ლობჟანიძისვე განცხადებით სურდათ. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, რეგიონის ხემძღვანელებმაც იცოდნენ, მაგრამ კვლავ (სამწუხაროდ) პარტიის ნება-სურვილს გვერდი აუარეს და იმპიჩმენტით დაასრულეს ბ-ნი ლობჟანიძის საკითხი.

პოლიტიკური თვალსაზრისით, იმპიჩმენტი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ აკნინებს, მეტიც, ასუსტებს კიდეც!

ბ-ნო ირაკლი, ჩემი ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ა. მაჭუტაძეს და მის მოადგილეს ა.კაჭკაჭაშვილს განზრახული აქვთ 21 მარტამდე ჯავახეთის კიდევ რამდენიმე რაიონში მსგავსი მეთოდით გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარეები და მოიყვანონ „ოცნებას“ ამოფარებული „ ნაცები“.

ამას საეჭვოდ ემთხვევა „ოცნებიდან“ სკანდალურად წასული ქ-ნი მედეა ვასაძის სტუმრობა ადიგენში, რომელიც თითქოსდა ბაციკაძის საკითხზე იყო ჩამოსული.

ბ-ნო ირაკლი, მტკიცება არ უნდა, რომ „აჭარის სინდრომი“ სამცხე-ჯავახეთშიც მოცოცავს. რამდენადაც ვიცი, ადიგენის შემდეგ მზადდება ასპინძა, შემდეგ ბოგდანოვკა  და ა.შ. თუ დროზე  არ მიექცა ყურადღება, ჯაჭვური რეაქციით მთელ სამცხე-ჯავახეთს დავკარგავთ!!!

ასევე მინდა იცოდეთ, თუ ვისი კანდიდატურა განიხილება ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ერთ-ერთი  ვინმე იმედა მღებრიშვილია, წარსულში (ამირან მესხელის დროს) დემოკრატ-მესხთა კავშირის წევრი.

“დემოკრატ მესხთა კავშირის“ დამფუძნებელი კი გახლავთ ამირან მესხელი, ანუ ბ-ნი იმედა მღებრიშვილი მესხელის კადრია.

ასევე ბ-ნი იმედა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში გახლდათ სამცხე-ჯავახეთის მთავარი აღმასრულებელი. მარტივად რომ ვთქვათ მესხეთის საკრებულოებში „ნაცების“ მართველობის მობრუნებას აპირებენ!

კიდევ ვიმეორებ: თუ ეს გეგმა განახორციელა მაჭუტაძე-კაჭკაჭაშვილ-ჩილინგარაშვილის ტრიომ, მაშინ მთელს სამცხე-ჯავახეთში ვკარგავთ ყველანაირ ბერკეტებს! ვფიქრობ, არცთუ ისე სასიამოვნო ვითარებაა!! იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამისი სამსახურები  დროულად გაერკვევიან მოცემულ სიტუაციაში! სხვანაირად კატასტროფას თავიდან ვერ ავიცილებთ...