გიორგი კვირიკაშვილი: გადასახადების შემცირების კუთხით სერიოზული განხილვა მიმდინარეობს

გიორგი კვირიკაშვილი: გადასახადების შემცირების კუთხით სერიოზული განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას გადასახადებს არ გაუზრდის.

"გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. პირიქით, ვფიქრობთ, ძალიან სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით. ამიტომ, ამ ნაწილში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ლიბერალიზაცია გვჭირდება. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, დიახ, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ხარჯების შემცირების კუთხით. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება, ძალიან მოცულობითი სამუშაოა ჩასატარებელი. მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კორექტირების კუთხითაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ხარჯები და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, საერთშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის განცხადებით საქართველოში არსებული მდგომარეობა გარედან მომავალმა ეკონომიკურმა შოკმა განაპირობა.

"მნიშვნელოვანია ვინმეს დადანაშაულებას თავი ავარიდოთ და მდგომარეობიდან გამოსვლის გზები ვეძებოთ, რაც ადვილი არ იქნება. მაგრამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენი რეცეპტი კი ასეთია: გადასახადების გაზრდამ და ხარჯების შემცირებამ ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლო არ უნდა გახადოს. უნდა შენარჩუნდეს მცურავი გაცვლითი კურსი და მოერგოს მიღებულ შოკს. უნდა განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკური ზრდისთვის. რაც შეეხება კრედიტის აღებას, ამაზე ლაპარაკი  ნაადრევია. ის შეიძლება დაეხმაროს სიტუაციას ამ შოკის დროს, მაგრამ ეს იქნება მოკლევადიანი. აუცილებელია ფუნდამენტურ პრობლემებზე მუშაობა",-განაცხადა გრიფიტსმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: