Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
7-03-2015, 12:09
ნანახია: 1390

გაგი მოსიაშვილი:ცნობილია ვის ეკუთვნის იური ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ი

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, გამოძიებისთვის ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა. ამის შესახებ მან გადაცემა "რეზიუმეში" საუბრისას განაცხადა, თუმც მისი თქმით იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

 

"დაზარალებულის ადვოკატები ვსაუბრობთ იმას, რომ საქმეში მხოლოდ დაკავებული სოსანაშვილი არ არის. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ არიან სხვა დამკვეთები ამ საქმეში. გიდასტურებთ, რომ ბევრი დეტალია გამოძიების ეტაპზე გამოკვეთილი, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული, რომ სხვა პირთა გამოვლენა მოხდეს. ის, რომ სხვა დნმ-ი აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ სხვა პირი არის კიდევ დამნაშავე. არც სოსანაშვილის შემთხვევაში არ ყოფილა დნმ-ის აღმოჩენა ერთადერთი მტკიცებულება. ვერ გეტყვით, ვისია სხვა პირის დნმ, თუმცა გეტყვით იმას, რომ გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, თუ ვის ეკუთვნის აღმოჩენილი დნმ", - განაცხადა ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა  მოსიაშვილმა.