Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
7-03-2015, 21:20
ნანახია: 741

დავით უსუფაშვილი: რუსეთთან ურთიერთობა უარესისკენ შეიცვალა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა.

"თბილისის ურთიერთობა რუსეთთან ცუდიდან უარესისკენ შეიცვალა, რამდენადაც ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დაიწყო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 უსუფაშვილი განმარტავს, რომ რუსეთის მიმართ ბრაზი რეზოლუციებისა და განცხადებების საშუალებებით უნდა გამოიხატოს.

"მე ჩემს ბრაზს გამოვხატავ პარლამენტის რეზოლუციებისა და განცხადებების საშუალებით, რადგანაც არაგონივრული იქნებოდა ჩვენი დამოკიდებულების პირდაპირ გამოხატვა - იარაღის ხელში აღებითა და ბრძოლით. ჩვენ კარგი გაკვეთილები მივიღეთ 2008 წელს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

წყარო:"რადიო თავისუფლება"