სამშენებლო კომპანიას უფლება მიეცა "წითელ ნუსხაში" შეტანილი 63 წაბლის ხე მოჭრას

სამშენებლო კომპანიას უფლება მიეცა "წითელ ნუსხაში" შეტანილი 63 წაბლის ხე მოჭრას

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე "წითელ ნუსხაში" შეტანილ 63 ჩვეულებრივ წაბლს მოჭრიან.

"წითელ ნუსხაში" შეტანილი წაბლის ხის მოჭრის უფლება შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" მიეცა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ხეების მოჭრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების გამო სჭირდება.

დოკუმენტით, შპს მოჭრილ ხეებს (მერქნული რესურსი) აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დაასაწყობებს.

ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, კომპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტს წარუდგენს.

 

წყარო: liberali.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: