ლევან იზორია ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტში მისი სიმამრის მონაწილეობას უარყოფს

ლევან იზორია ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტში მისი სიმამრის მონაწილეობას უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კატეგორიულად უარყოფს ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტში მისი სიმამრის გია მანჯგალაძის მონაწილეობას.

 

ამის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება თავად ლევან იზორიამ გააკეთა.

 

"მინდა ჩემი აღშფოთება გამოვხატო "რუსთავი2-ის" გადაცემის ერთ-ერთი ანონსის გამო, სადაც ჟურნალისტი სვამს კონკრეტულ კითხვას, თუ ვინ არის სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი და შემსრულებელი და იქვე მოჰყავს ერთ-ერთი ქალბატონის პასუხი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩემი სიმამრი მონაწილეობდა ამ სისხლიან დარბევაში.

 

"აღშფოთება იმას უკავშირდება, რომ ჩვენ გუშინაც და დღესაც საჯაროდ გავაჟღერეთ და კატეგორიულად უარვყავით გია მანჯგალაძის მონაწილეობა ამ ინციდენტში. ამის დაფიქსირება, როგორც მეორე მხარის, უნდა მომხდარიყო და ეს საავტორო გადაცემას განსაკუთრებით სჭირდება, რათა ავტორს მიუკერძოებლობა და ცალმხრივობა არ დაბრალდეს. მხოლოდ ერთი, თანაც მცდარი ინფორმაციის მიწოდება იმის ფონზე, როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გაბათილებულია, მართლაც რომ დიდ კითხვებს ტოვებს," - აცხადებს ლევან იზორია.

 

ანი ნადარეიშვილის მტკიცებით, კვირას ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას სიმამრი, ზუგდიდის რაიონის კომისარი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: