სააკაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება

სააკაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება

მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის ექსპრეზიდენტმა უკრაინული "მეხუთე არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც სამშობლოში ძებნილის სტატუსით სარგებლობს, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს და ვლადიმერ პუტინის ინტერსებს უკვაშირებს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული არხის ეთერში სტუმრობისას გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული მიტინგის შესახებაც ისაუბრა და ჩატარებული აქციის მასშტაბები უკრაინულ მაიდანს შეადარა.

 

"ეს მიტინგი თავისი მასშტაბით, საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში რეკორდული იყო. აქ მოვიდნენ ადამიანები ყოველგვარი ფულის და დამატებითი სტიმულის გარეშე. ისინი უბრალოდ მოვიდნენ, რომ გამოეხატათ საკუთარი უკმაყოფილება და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. მე ვფიქრობ ისინი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. დღევანდელი მიტინგი იყო ძალიან ცივილიზებული, მშვიდობიანი და მე ეს ძალიან მახარებს. იმიტომ, რომ მე ბრიუსელიდან ჩემს მეგობრებთან ერთად ასეთი რამის ორგანიზება შემიძლია, ასეთ მასშტაბების. თუ ამას უკრაინის მასშტაბებს შევადარებთ, ეს პარქტიკულად მაიდანი იყო. მე ვიძებნები საქართველოში , მაგრამ ვმოგზაურობ მთელს მსოფლიოში. ვიღებ საერთაშორისო პრემიებს, ვხვდები ევროპული და არა მარტო ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს. სიტუაცია ასეთია, რაში გვადანაშუალებენ-სინამდვილეში ვერაფერი ვერ იპოვეს. ბევრს ხმაურობდნენ ამ თემაზე, მაგრამ ეს რუსული პროპაგანდა იყო. აბსოლუტურად არანორმალური,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„პირველი რადიო“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: