Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
23-03-2015, 12:32
ნანახია: 1544

გიორგი კვირიკაშვილი: თუ დანაკლისი გვექნება საპრივატიზაციო მიმართულებით, ხელისუფლებას სათადარიგო გეგმაც აქვს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სამწლიან გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გეგმის პირველი ნაწილი მოკლევადიან პერსპექტივაში სავალუტო სტაბილიზაციის ეფექტის მომცემი იქნება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"გეგმის პირველი ნაწილი მოგვცემს მოკლევადიან პერსპექტივაში სავალუტო სტაბილიზაციის ეფექტს. შემდეგი ეტაპები უფრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან არის კავშირში - ექსპორტისა და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წახალისება. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უამრავი ობიექტი მოვამზადეთ საპრივატიზაციოდ, გამოვიტანეთ კიდეც. ნაწილი მზადდება. აქამდე რატომ არ ვახორციელებდით პრივატიზაციას? შარშან 100 მილიონი ლარი შემოვიდა პრივატიზაციიდან, რაც ცოტა არ არის. გაჩერებული არ ვყოფილვართ, უბრალოდ ძალისხმევის გაორმაგებაზეა ლაპარაკი. 100%-ით, რა თქმა უნდა, არაფერი სრულდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


კვირიკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დანაკლისი იქნება საპრივატიზაციო მიმართულებით, ხელისუფლებას სათადარიგო გეგმაც აქვს.

"შესაძლოა, ტურიზმით დავაბალანსოთ. შესაძლოა, უფრო მეტი ვალუტის შემოტანა მოხდეს დონორების დაფინანსებით და ინფრასტრუქტურული პროექტების ზესაბიუჯეტო პორტფელს უფრო გავზრდით. რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ ობიექტების მიმზიდველობა, რომლებიც საპრივატიზაციოდ შევარჩიეთ, საკმაოდ მაღალია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.