Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
23-03-2015, 14:05
ნანახია: 990

ნინო გვენეტაძე:  დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო  ცვლილებები განხორციელდება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.

მისი თქმით, განხორციელდება ის ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი.

"ბუნებრივია, კანონის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება. რას შეეხება ცვლილებას, ამას შემდგომში გაცნობებთ. ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებები განხორციელდება", - განაცხადა გვენეტაძემ.

თავდაპირველად გვენეტაძე მოსამართლეებსა და სასამართლოს აპარატთან შეხვედრას გეგმავს

"ძალიან ბედნიერი და ამავე დროს ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან დღეიდან ვიწყებ ჩემი უფლებამოსილების შესრულებას, სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელებას. პირველადი, გადაუდებელი გეგმები ამ ეტაპზე არის ჩემს კოლექტივთან - მოსამართლეებთან, სასამართლოს აპარატთან შეხვედრა და ამის მერე დაგეგმვა იმ ღონისძიებებისა და აქტივობებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო, იმისთვის, რომ ხალხის ნდობა ამაღლდეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. კონკრეტული წინადადებები თქვენი მეშვეობით ძალიან ინტენსიურად იქნება გაშუქებული და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში ყველა იმ მნიშვნელოვან სვლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მიზნის მისაღწევად იქნება განხორციელებული", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.