Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
23-03-2015, 20:43
ნანახია: 852

ვახტანგ ძაბირაძე:

 პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ივერიონს" მთავრობის სამშვიდობო გარანტიაზე, 21 მარტის აქციის "წარმატებასა" და ბოლო დროის ყველაზე მარადიულ თემაზე ესაუბრა.

 ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, ჩაფლავდა თუ არა 21 მარტის რიხიანად დაანონსებული აქცია?

 -ჩემი აზრით, 21 მარტის აქცია ისე ჩატარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებული რამ არ მომხდარა. ადრეც გითხარით, 21 მარტის აქცია "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი გავლენის შესამოწმებლად სჭირდებოდა. აქციის მთავარი ლოზუნგი - მთავრობის გადადგომის მოთხოვნა- ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მარადიული თემაა, რომელიც კვლავ იტრიალებს მომავალ არჩევნებამდე. 

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში პერმანენტული აქციების ჩატარებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნითა და პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით იმუქრება. რა მიზანს ისახავენ ამ ქმედებებით?

 -"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ვერ შეძლებს, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნა კი არჩევნებამდე პოლიტიკური აქტივობისთვის სჭირდებათ. ეს, ჩვეულებრივ, პიარის ნაწილია.

 "ნაციონალურ მოძრაობას" "სახის" შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება და რატომ?

-"ქართული ოცნების" "ნაციონალური მოძრაობისადმი" დამოკიდებულება 21 მარტის აქციაზე კარგად გამოჩნდა. მან აჟიოტაჟის ატეხვის გარეშე, კომფორტულად ჩაატარებინა მას ეს აქცია, რითიც "ნაციონალური მოძრაობის" დაჩაგრულად წარმოჩენას შეუშალა ხელი. ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება თუ ექნება ამგვარი აქციებისადმი, შეუძლია მშვიდად იყოს.

 ესაუბრა ია ჯღარკავა