გიორგი გუგავა: " მთავრობისთვის იმპიჩმენტის მოწყობა "მონავარდე" პარლამენტარების ხელშია"

გიორგი გუგავა: " მთავრობისთვის იმპიჩმენტის მოწყობა "მონავარდე" პარლამენტარების ხელშია"

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა  "ივერიონს" უკმაყოფილო მოსახლეობაზე,  კუდრაჭულად "მონავარდე"  პარლამენტარებსა და "ლეიბორისტული პარტიის" წინასაარჩევნო  გეგმებზე ესაუბრა.

ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, ჩაფლავდა თუ არა 21 მარტის რიხიანად დაანონსებული აქცია?

-ბუნებრივია, ჩაფლავდა, რადგან აქციაზე არ მივიდა იმდენი ხალხი, რამდენის მისვლის იმედიც ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ამით "ქართული ოცნება" ბედნიერი  არ უნდა იყოს, რადგან უკმაყოფილო მოსახლეობის ტალღა იმაზე დიდია ( და ყოველდღიურად იმატებს), ვიდრე აქციაზე გამოვიდა. ისინი, უბრალოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ გამოვიდნენ.  

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში პერმანენტული აქციების ჩატარებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნითა და პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით იმუქრება. რა მიზანს ისახავენ ამ ქმედებებით?

-მთავრობისთვის იმპიჩმენტის მოწყობა დამოკიდებულია იმ  "მონავარდე" მრავალპარტიაგამოცვლილ და მრავალშეფ და უფროსგამოცვლილ პარლამენტარებზე, რომლებითაც გაძეძგილია პარლამენტი. მათ არანაირი იდეალი და ერთობა არ გააჩნიათ საქმისადმი და, თუ პირად კეთილდღეობას ვერ დაიკმაყოფილებენ,  მთავრობის იმპიჩმენტსაც ადვილად მოაწერენ ხელს. 

"ნაციონალურ მოძრაობას" "სახის" შენარჩუნებაში ხელს შეუწყობს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება და რატომ?

-რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდება, მაგრამ "ლეიბორისტული პარტიაც" აქტიურად აპირებს წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმას და  ბრძოლას გამარჯვებისთვის!

 

                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: