შალვა ხაჭაპურიძე: სასამართლოში სასწრაფო რეფორმაა ჩასატარებელი!

შალვა ხაჭაპურიძე: სასამართლოში სასწრაფო რეფორმაა ჩასატარებელი!

ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. აღნიშნულთან დაკავშირებით "რეპორტიორი" ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა. ხაჭაპურიძის თქმით, დღეს სასამართლო უმძიმეს მდგომარეობაშია და ამას აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენიც ადასტურებს. ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სასამართლო სისტემის რეფორმა.

 "ამ შემთხვევაში ერთადერთი კომენტარის გაკეთება შემიძლია, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სასამართლო სისტემის რეფორმა. დღეს სასამართლო უმძიმეს მდგომარეობაშია.

რა თქმა უნდა, როგორც ადვოკატი და მოქალაქე, ნებისმიერ გამამართლებელ განაჩენს მივესალმები, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები დასახელდა და ბრალი წაუყენეს  კეზერაშვილს და სხვა პირებს, მიუხედავად ამისა, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ჩვენს თავს დიდი უბედურება ხდება და ვერ ვიგებთ, ან სასწრაფო რეფორმაა ჩასატარებელი სასამართლოში.

ავიღოთ  ბოლო 3 თვის სტატისტიკა და  შევადაროთ ის გამამართლებელი განაჩენები, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ არის გამოტანილი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების განაჩენს. დავინახავთ, რომ კატასტროფული სხვაობაა. ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ თუ კარგად არის გამოძიებული ყველა საქმე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მიმართ მტკიცებულებები არ არის. ამ შემთხვევაში პასუხი ან პროკურატურამ უნდა აგოს, ან სასამართლომ", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: