პრემიერი ჟურნალისტს-ვისურვებდი გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ!

პრემიერი ჟურნალისტს-ვისურვებდი გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ!

ამათი საქართველოს პრემიერსა და ჟურნალისტს შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს. ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა "თრიალეთის" ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი, რადგან ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.მანვე შესთავაზა ჟურნალისტს, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას. "გუბერნატორი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები და სასტუმროები აქვს? თქვენ ჟურნალისტი ხართ მაგრამ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის, რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის, რომ ბრალი წაუყენოთ უსაფუძვლოდ, არ შეიძლება. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, რომ გააკეთოს განმარტება. ან უარყოს ან დაადასტუროს ფაქტები. თქვენ ითხოვთ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატივისცემას. ისე გამოდის, ჩვენ პატივს გცემთ, თქვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ კორუფციასა და ძალიან ცუდ რაღაცეებში. მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ", - განაცხადა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: