Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
28-03-2015, 20:56
ნანახია: 928

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ცალკე საგამოძიებო ჯგუფი იმუშავებს

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ცალკე საგამოძიებო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც პროკურატურაში უკვე შეიქმნა.

 

ამის შესახებ მთავარი პროკურატურა საგანგები განცხადებას ავრეცელებს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

"პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით. საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას, ვინაიდან ბესიკ ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - წერია განცხადებაში.

 

პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს. კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები, მიმდინარეობს დაკითხვები და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.