როგორ აგებს პასუხს კანონის დამრღვევი?

როგორ აგებს პასუხს კანონის დამრღვევი?

კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, უკანონო თვალთვალი და ადევნება დასჯადი ხდება. ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია "ალიასთან" ინტერვიუში განმარტავს, თუ რა სახდელები დაეკისრება იმ პირს, ვინც აღნიშნულ კანონს დაარღვევს.

"1. არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტრონული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენებით; გ) მსხვერპლისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით; დ) მსხვერპლის მიერ ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; ე) სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით; ვ) თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნის მიმართ; ზ) მსხვერპლის ნივთის დაზიანებით ან განადგურებით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე;

3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) მსხვერპლის ან მისი ახლობლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე;

4. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ან მისი ახლობლის ჯანმრთელობის დაზიანება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე",-აცხადებს პატარაია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: