Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
4-04-2015, 13:12
ნანახია: 2293

ვახტანგ მაისაია: საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემის მხრივ პრობლემები საკმაოდ დიდია

"საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ხელმოწერის გადავადების მიზეზებზე საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიმართოს და თუ საჭიროება მოითხოვს, შესაბამისი კომისიაც უნდა შეიქმნას", - ამის შესახებ "რეპორტიორს" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიროების კომიტეტმა სხდომაზე უნდა მოიწვიოს მოქმედი და ყოფილი თავდაცვის მინისტრები და საკითხის განხილვა ამ ფორმატში გაიმართოს.
"თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა საფრანგეთში. ჩვენ მხოლოდ საპროტოკოლო კადრები ვნახეთ. აღსანიშნავია, რომ მინდია ჯანელიძე შემთხვევით არ შეხვდებოდა თავის კოლეგას. კონკრეტულად რა შედეგს მიაღწია ჯანელიძემ, ეს ახსნილი არ იყო. პირველ რიგში, საკითხი საჭიროებს განხილვას, რამდენად საჭიროა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა თავდაცვითი სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.  ამით უნდა დაინტერესდეს თავდაცვისა და უსაფრთხობის საპარლამენტო კომიტეტი. ვფიქრობ, კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა მოიწვიოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი, ასევე ირაკლი ალასანია, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი. უნდა შედგეს დებატები, რომ მოუსმინონ ორივე მხარეს. როგორც სამხედრო ექსპერტს, მეც მაინტერესებს, რას მიაღწია ჯანელიძემ საფრანგეთში ვიზიტის დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი იყო ლოგიკური გაგრძელება იმ ვიზიტისა, რა დროსაც ირაკლი ალასანიამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. მანამდე იმედია, მინდია ჯანელიძე გამართავს ბრიფინგს და ახსნის ყველა იმ ნიუანსს, რაზეც ირაკლი ალასანიამ ისაუბრა დღევანდელ პრესკონფერეციაზე. თუ მინდია ჯანელიძე კვლავ დაიგუბებს პირში წყალს, გაჩნდება შესაბამისი ობიექტური ინსინუაციები", - განაცხადა მაისაიამ.

მისი თქმით, საქართველოში საჰაერო თავდაცვის სისტემის მხრივ პრობლემები საკმაოდ დიდია. "აგვისტოს ომმა მთლიანად მოსპო ის სისტემა, რომელიც ასე თუ ისე, არსებობდა. დღემდე არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ არსებული ვითარება გამოსწორებულიყო. ირაკლი ალასანიას მიერ ხელშეკრულების გაფორმება იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ჩვენი თავდაცვითი საჰაერო სისტემა აღდგენილიყო იმ პოტენციალამდე, რომელიც არსებობდა 2008 წლის ომამდე", - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.
თუ რა შეიძლება გამხდარიყო ქართული მხარის მხრიდან თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემების განთავსების თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის გადავადების მიზეზი, მაისაია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს:
"სავარაუდო დონეზე ვამბობ, ხელშეკრულების ხელმოწერის გადადება, შესაძლოა, რუსეთის ფაქტორს უკავშირდებოდეს. ამას მაფიქრებინებს ის, რომ იმ პერიოდში წყდებოდა უკარინისთვის NATO-სა და ამერიკის მიერ არასაბრძოლო შეიარაღების გამოყოფის საკითხი. ამ გადაწყვეტილებამ რუსეთის მხრიდან დიდი გაღიზიანება გამოიწვია, რაც სავარაუდოდ, გახდა ხელმოწერის გადავადების მიზეზი. შესაძლოა, სხვა მომენტები იდგა, მაგალითად, წმინდა ტექნიკური, ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, ქართულ მხარეს მეტი ელემენტის ჩამატება სურდა ამ თანამშრომლობის პაკეტში", - განაცხადა  მაისაიამ.