Iverioni
«    თებერვალი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
8-04-2015, 17:55
ნანახია: 1283

არასამთავრობო ორგანიზაციის „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო“ ხელმძღვანელის ლალი მოროშკინას განცხადებით, ორგანიზაცია აგრძელებს რეგიონების შემოერთებას.

 -„დღეს არის ჩვენი ბოლო ინტერვიუ, რადგან სულ მალე ჩვენ საზოგადოებას მივესალმებით 5-6 ათას ქალბატონიანი კონგრესით, რომელიც სავარაუდოდ აპრილის ბოლო კვირაში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ქილიკობს ქალთა გააქტიურებაზე, მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანას, რომელსაც თამარ მეფე ჰყავდა, არ უნდა ჰქონდეს ასეთი შეხედულება ქალების საქმიანობასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება, სადაც კვოტირება 50/50-ზეა!

გასაგებია, რომ დღეს ეს საქართველოში მიუღწევადი ციფრია, რადგან გვყავს რეგიონები, საიდანაც არასოდროს არ ყოფილა წარმოდგენილი დეპუტატი ქალბატონები და ეს უნდა შეიცვალოს. მაგალითად, მარნეულიდან პარლამენტში არასდროს არ ყოფილა წარმოდგენილი ქალბატონი. საქართველოში ეს ციფრი 25% მაინც რომ იყოს, ძალიან კარგი იქნება.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ დღევანდელი პარლამენტი ისტორიაში შევა როგორც ყველაზე უსუსური და უნამუსო პარლამენტი და ეს იმიტომ, რომ უმცირესობის მხარეს იმყოფებიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც არ მოხვდნენ სამართლის სკამზე და უმრავლესობის მხარეს კი ის ადამიანები, რომლებმაც ყველა დაპირება დაივიწყეს“.

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-04/1428501262_lali-moroskina.jpg