Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
8-04-2015, 22:21
ნანახია: 1066

ნახევარი მილიონი ლარი და თაღლითურ სქემაში გარეული 2 ათასამდე ადამიანი

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. საქმეში ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - შპს "პრო მაშინი" ფიგურირებს.

 

ირკვევა, რომ დაკავებული 4 ადამიანი მოქალაქეების მონაცემების შესახებ ინფორმაციას ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებისგან იღებდნენ.

 

ერთ–ერთი ასეთი ბრალდებულის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აფიორაში მონაწილეობა გაუცნობიერებლად მიიღო. სალომე დევაძე ერთ–ეთია იმ 5 ადამიანიდან, რომლებიც ჯგუფის წევრებს საჭირო ინფორმაციას აწვდიდა, დევაძე სხვა 5 პირთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა არ დაუკავებიათ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე მიღეს გადაწყვეტილება, რომ ის ათას 904 ადამიანი ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემენ და მათ განრიდებას გაუკეთებენ.

 

საგამოძიებო სამსახური თაღლითური სქემის მონაწილეების გამოვლენაზე ჯერ კიდევ მუშაობს, უწყების ინფორმაციით რამდენიმე ადამიანზე ძებნაა გამოცხადებული. ძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისების მუხლით მიმდინარეობს.