Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
10-04-2015, 11:20
ნანახია: 1753

შალვა აბულაძე დაკავებულია

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. პოლიცია მას კვირაზე მეტ ხანს ეძებდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამ წუთებში ის უკვე ბორჯომიდან თბილისში გადმოყავთ. აბულაძეს, სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად წარუდგენენ ბრალს და სასამართლო დღესვე შეუფარდებს აღკვეთის ღონისძიებას.

დაკავებულ აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. თავდასხმის ბოლო შემთხვევა ოთხ აპროილს თბილისში მოხდა. ვარკეთილში ის ორმა პოლიციელმა გადამოწმების მიზნით გააჩერა რა დროსაც აბულაძემ ცეცხლი გახსნა.