Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
15-04-2015, 12:34
ნანახია: 1387

შალვა აბულაძე პოლიციელის მკვლელობას უარყოფს

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბრალს არ აღიარებს. ბულძაძის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბალს მხოლოდ იმ ნაწილში აღიარებს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებას შეეხება.

შალვა აბულაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი ყველაფერს მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირებს.

ბრალდებული სამი თვის განმავლობაში მიმალვაში ყოფნის მიზეზად კი მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას ასახელებს.

"მას ეკუთვნის დაკავების დროს ამოღებული მაკაროვის სისტემის იარაღი და ხელყუმბარა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გლოკის სისტემის იარაღი კი მას არ ეკუთვნის. შალვა აბულაძე ასევე აცხადებს, რომ მას პოლიციელების მკვლელობაში არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. აბულაძის განცხადებით, პოლიციელების მკვლელი თავისუფლად დაიარება",-განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ.