ნოდარ ხადური:ბატონ ზურაბს ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია

ნოდარ ხადური:ბატონ ზურაბს ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია

"კანონი არ დარღვეულა, თუმცა ზურაბ ახალკაციშვილმა, ჩემი აზრით, მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, მორალური პასუხისმგებლობა აიღო და მან დატოვა თანამდებობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ხადუმა განაცხადა, ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია.

"მინდა გითხრათ, რომ კანონი ამას არ კრძალავს და ბატონ ზურაბს კანონი არ დაურღვევია. მოგეხსენებათ, რომ მომსახურების სააგენტოს, გარდა ინტერნეტაუქციონისა, აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი მივიდეს და შეიძინოს. მე ერთს გეტყვით, რომ ის ავტომანქანა, რომელიც ბატონმა ზურაბმა შეიძინა, ჩვეულებრივი ვაჭრობის შედეგად გაიყიდა საბაზრო ფასად, 42 ბიჯი იყო დადებული, ანუ ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუქციონი და ა.შ.", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა. ახალკაციშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ამის მიზეზები განმარტა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: