ილგარ ველიზადე: არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს

ილგარ ველიზადე:  არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება. 

 

"საქართველოს პროკურატურის მხრიდან აზერბაიჯანისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნით მიმართვა შეუფერებელია", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ილგარ ველიზადემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ სააკაშვილი ბაქოში აპირებდა ჩასვლას. ამის შესახებ თავად სააკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა. 

 

"ბაქოში არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს. ამას გარდა, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადებულა. იგი ბაქოს სტუმრის სტატუსით, ღია საზოგადოებების მესამე გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ეწვია", - განაცხადა აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნა ოფიციალურად გაუგზავნა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: