ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავთ

ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად  საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას, მეთაურებს, თითოეულ ჯარისკაცს. ქართველმა ხალხმა იცის თქვენი შეუპოვრობის, თავგანწირვის, სიმტკიცის ფასი. თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს  სახელმწიფოებრივ ინტერესებს აქ, ჩვენს ქვეყანაში თუ უცხო მიწაზე.

გისურვებთ, ღირსეულად იდგეთ საქართველოს სამსახურში და თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პროცესში. გისურვებთ წარმატებებს!" - წერია პრემიერის მისალოც წერილში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: