Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
1-05-2015, 18:53
ნანახია: 887

გიორგი თევზაძე: „რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე, განცხადებას ავრცელებს, სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეების უკანონო იარაღის  ნებაყოფლობით ჩაბარებასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული:

"მისასალმებელია სამცხე–ჯავახეთში ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობის მხრიდან ნებაყოფლობით განხორციელადა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძლო მასალის ჩაბარების ფაქტი. როგორც სამცხე -ჯავახეთის შსს უწყებაში ნებაყოფლობით ჩაბარებულმა იარაღისა და საბრძოლო მასალის ოდენობამ აჩვენა,  შესაძლებელია ვივარაუდოთ მოსახლეობაში გაცილებით მეტი უნებართვო იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდეს , ვიდრე მისი ჩაბარება მოხდა სამართალდამცველ სტრუქტურებში. მითუმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლების მანძილზე აღნიშნულ რეგიონში ფუნქციონირებდა რუსეთის სამხედრო ბაზა, ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმებლობაა მოახდინოს პრევენციული მოქმედებები, რათა თავიდან იქნას აცილებული,  გეოპოლიტიკურ  რეგიონში  შესაძლო პროვოკაციების ალბათობაც კი, ყველაფერი უნდა  გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოსადმი ზოგიერთმა არაკეთილმოსურნეებმა  ვერ შეძლონ ეთნიკურ ჯგუფებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელყოფა და მათი გამოყენება ბრმა იარაღად  თუ კი ამის მინიმალური  ალბათომა მაინც შეიძლება არსებობდეს, ხოლო როგორც მთელი ქვეყნის და ასევე ცალკეული რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები",–აღნიშნულია უფლებადამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში